ხელისუფლებას აქვს ერთადერთი გამოსავალი ან აღიაროს დანაშაული ან გადავიდეს შეტევაზე - კუპრაძე
"კობახიძეს უნდა დამალოს ის უმოქმედობა, არაკომპეტენტურობა და გულგრილობა, რაც გამოიჩინა ხელისუფლებამ," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
კუპრაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადება, რაც სტიქიას გადარჩენილებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გუშინდელ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არ ესმის სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მისვლას.
ირაკლი კუპრაძეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ახლა სახელისუფლებო გუნდი საკუთარი დანაშაულის დაფარვას შეეცდება და არ მოერიდება, მათ შორის, არც სტიქიას გადარჩენილ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
შოვის ტრაგედია იმდენად მძიმე დანაშაულებს ააშკარავებს, სადაც ხელისუფლებას აქვს ერთადერთი გამოსავალი ან აღიაროს დანაშაული ან გადავიდეს ნებისმიერ შეტევაზე, მათ შორის გადარჩენილ მოქალაქეებთან შევიდეს კონფლიქტში და ისინი დაადანაშაულოს ტყუილსა და სპეკულაციაში. ამას აკეთებს კობახიძე, იმიტომ, რომ უნდა დამალოს ის უმოქმედობა, არაკომპეტენტურობა და გულგრილობა, რაც გამოიჩინა ხელისუფლებამ,“ - ამბობს