მან, პრაქტიკულად, გააკრიტიკა ადამიანები, რატომ გადარჩნენო - ლემონჯავა კობახიძეზე

15.08.23 11:04
მან, პრაქტიკულად, გააკრიტიკა ადამიანები, რატომ გადარჩნენო - ლემონჯავა კობახიძეზე

"მან, პრაქტიკულად, გააკრიტიკა ადამიანები, რატომ გადარჩნენო," - ასე აფასებს "დროას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც სტიქიას გადარჩენილ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნა, რომ არ ესმის, სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მისვლას. 

გიგა ლემონჯავა დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო გუნდი ახლა შეეცდება საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს არ ჰქონდა მნიშვნელობა, როდის მივიდოდა შოვში სამაშველო ჯგუფი, მათ შორის ვერტმფრენი. 

ჩვენთვისაც კი, ვინც კარგად ვიცნობთ "ქართული ოცნების" ბუნებას, იმ სიბოროტის მასშტაბს, რომელიც ამ დაჯგუფებაში არსებობს, ძალიან გასაკვირი იყო ამ სტანდარტის და ამ მასშტაბის არაადამიანობა და ბოროტება. მან, პრაქტიკულად, გააკრიტიკა ადამიანები, რატომ გადარჩნენო. ეს ასევე არის განპირობებული იმ პროპაგანდისტული კამპანიით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“, თითქოს, მნიშვნელობა არ ჰქონდა 15 წუთში იქნებოდა იქ სამაშველო დახმარება, 1 საათში თუ 3 საათში. მათი ერთადერთი ამოცანა ახლა არის, დააჯერონ საქართველოს მოქალაქეები, რომ თითქოს არავითარ სამაშველო ღონისძიებას იქ აზრი არ ჰქონდა, თითქოს ყველაფერი გააკეთეს, ამისთვის კადრულობენ ყველაფერს,“ - ამბობს გიგა ლემონჯავა.