რაჭაში გლოვაა - დღეს სოფო ბაკურიძესა და გენადი სულთანიშვილს დაკრძალავენ

15.08.23 11:17
რაჭაში გლოვაა - დღეს სოფო ბაკურიძესა და გენადი სულთანიშვილს დაკრძალავენ

რაჭაში გლოვაა - სოფელი გლოლა გარდაცვლილებს ემშვიდობება. დღეს სოფო ბაკურიძესა და გენადი სულთანიშვილს დაკრძალავენ. ორივე მათგანი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა. სამოქალაქო პანაშვიდები დილიდან დაიწყო. 

დილიდან განახლდა სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონაში. მაშველები და ჯარისკაცები ტრაგედიიდან მე-13 დღეს რვა დაკარგულ ადამიანს ეძებენ. 25 გარდაცვლილიდან კი 22 პირია იდენტიფიცირებული.