საქართველოში საწვავი გაძვირდა

15.08.23 11:42
საქართველოში საწვავი გაძვირდა

საქართველოში საწვავი გაძვირდა. ბოლო სამ თვეში ბენზინის ღირებულება საშუალოდ 40-დან 80 თეთრამდეა მომატებული.

მაგალითად, სუპერის ფასი - 3.65 ლარი ღირს. პრემიერი 2.99 ლარი, რეგულარი 2.79 ლარია.

ეკონომისტები სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მოუწოდებენ, რომ საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმოს.

სამწუხაროდ, გამართლდა ეს პროგნოზი და ამის მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფოს ეკონომიკურ გუნდს არ ძალუძს ამ სფეროში დაამყაროს კონტროლი. მარტო კონკურენციის სააგენტოზე ამ საკითხის ჩამოკიდება არ გამოვა. ვიცით, რომ კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა, იყო ამაზე მითითება მინისტრთა კაბინეტიდან, მაგრამ საბოლოოო დასკვნა არ გვინახავს. შეიქმნას სახელმწიფო ნავთობპროდუქტების სააგენტო, რომელიც ამ საკითხს გადაწყვეტს და ამის პროექტები არსებობს,“ - ამბობს ნიკა შენგელია.