თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, ჩვენ გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება - გახარია

31.05.21 18:13
თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, ჩვენ გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება - გახარია

"თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, ჩვენ გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. გახარიას თქმით, მისი სურვილია, პოლიტიკაში მეტი პერსპექტიული ახალგაზრდა მოვიდეს. 

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ქვეყანაში თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, ჩვენ გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება და ქვეყნის წინსვლა. მახსოვს ჩემი ახალგაზრდობა, მაშინ მოქმედი ბევრი პოლიტიკოსი დღესაც აქტიურ პოლიტიკაშია, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ჩვენ პოლიტიკაში არ გავხსენით კარები ახალგაზრდებისთვის...ჩემთვის აღმოჩენა იყო, ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის ამჯობინებდნენ ან კერძო სექტორში, ბიზნესის სფეროში მოღვაწეობას. რატომ? ამას აქვს მარტივი ახსნა, უაღრესად დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიების სისტემა და ეს მოდის ძველი 90-იანებიდან. ჩემი სუბიექტური აზრია, პოლიტიკური ველი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვსი უნდა გაიხსნას, ამას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა და საარჩევნო დემოკრატია" - თქვა გახარიამ. 

 

 

მსგავსი სიახლეები