გადაადგილება გვიჭირს, სასწრაფო დარბის საკაცეებით - აღმაშენებლის გამზირზე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
დაპირება ხალხს, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელია - უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა აღმაშენებლის გამზირზე არსებული კაფე-ბარების მეპატრონეებს სანქციები დაუანონსა. თუ ქალაქის ტურისტულ ეპიცენტრში რესტორნები გარე სივრცეების დემონტაჟს არ დაიწყებდნენ, მაშინ შესაბამისი ზომები ამოქმედდებოდა.
აღმაშენებელზე არსებულ ვითარებას ყველაზე მეტად ადგილობრივები აპროტესტებენ, რადგან ქუჩა ისეა გადატვირთული, რომ საჭიროების შემთხვევაში, იქ ვერც სასწრაფო და ვერც სახანძრო ვერ მიდის. საკუთარი არგუმენტები აქვთ კაფე-ბარების მფლობელებსაც.
გადაადგილებაც გვიჭირს, რკინის კონსტრუქციები პირდაპირ მიშენებულია სახლის ფასადებს, დისკომფორტია ჩვენთვის. რკინის კონსტრუქციები, იატაკები პირდაპირ ტროტუარზე დაგებული უნებართვოდაა, რეაგირებას ველოდებით, ვიღაც უნდა იდგეს, უნდა იყოს მუდმივი მონიტორინგი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მეგობრებიც კი აღარ მოდიან, შეუძლებელია აქ მოსვლა, ბარგით მოდიხარ - ვერ შემოდიხარ. სასწრაფო დარბის საკაცეებით, გაუსაძლისი მდგომარეობაა, ანტისანიტარია,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.