ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია - წილოსანი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეურაცხმყოფელ განცხადებას მმართელი გუნდის დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით ხსნიან და ირაკლი კობახიძის გამართლებას ოპონენტებზე თავდსხმით ცდილობენ.
დეპუტატმა ნინო წილოსანმა სტატუსი გამოქვეყნა, სადაც წერს, რომ ირაკლი კობახიძეს "კანიბალების შემოტევა" აქვს. წილოსანი წერს, რომ კვლავ რადილაკური მოცემულობაა - არსებობენ "ჩასაფრებული და გაბოროტებული, ღვარძლიანი" ადამიანები.
ისევ ორი, რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ამბავია:
ერთი - საბედნიეროდ პატარა ნაწილი, ჩასაფრებული, აგრესიული, გაბოროტებული, ძალადობრივი, ღვარძლიანი, მოდელირებული, ილუზორული და მეორე - ყველა სხვა დანარჩენი.
ყველაფერი სწორხაზოვნად და ერთმნიშვნელოვნად რომ უნდათ მიიღო ეს ის ადამიანები არიან, სხვა შემთხვევაში ჩაგქოლავენ... როცა მათ არ სურთ მოსაზრებაც კი არ უნდა გამოთქვა, ვინაიდან მსჯელობა არც კი განიხილება..
მაშინ, როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ამ მძიმე ტრაგედიის გამო ღამეები არ გვეძინა, ეს მცირე ნაწილი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სათავისოდ როგორ გამოეყენებინა ეს ვითარება.
ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია..
მინდა დიდი პატივისცემა გამოვუცხადო სტიქიას გადარჩენილ თითოეულ მოქალაქეს, ძალიან მახარებს, რომ მოახერხეთ და შეძელით ამ საშინელი ტრაგედიისგან თავის დაღწევა", - წერს ნინო წილოსანი.