უმრავლესობამ თავიდან რომ არ აიცილოს როგორც პოლიტიკური, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, საჭიროა გამოძიება - გალდავა

15.08.23 12:21
უმრავლესობამ თავიდან რომ არ აიცილოს როგორც პოლიტიკური, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, საჭიროა გამოძიება - გალდავა

"იმისათვის, რომ უმრავლესობამ თავიდან არ აიცილოს როგორც პოლიტიკური, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, საჭიროა შოვში მომხდარი კატასტროფის გამოძიება," - ეს განცხადება "ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ გააკეთა.

ლანა გალდავას თქმით, მისი გუნდი მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ დადგინდეს რა მოხდა შოვში და შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან არიდება.

იმისათვის, რომ უმრავლესობამ თავიდან არ აიცილოს როგორც პოლიტიკური, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, "ლელო" ამ საკითხს მიიყვანს ბოლომდე. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ამ ეტაპზე 25 სადეპუტატო შეკითხვა, ვაგრძელებთ მოკვლევას და ჩავერთვებით ყველა ფორმატში, რომელიც შოვის ტრაგედიაზე დაადგენს ჭეშმარიტებას,“ - ამბობს ლანა გალდავა.