ბევრი კითხვა დაგროვდა შს მინისტრის მიმართ და ძალიან არაადეკვატური იყო მისი განცხადებები - ჩიხლაძე
"ძალიან არაადეკვატური იყო გომელაურის განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს და მოცემულობას, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ პასუხს ამ კრიზისზე," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ გააკეთა.
ჩიხლაძის თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა, მთავრობის წევრების პასუხები კი არასათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებს ამყარებს. აქედან გამომდინარე, სტრატეგია აღმაშენებელი ინტერპელაციის წესით პარლამენტში შს მინისტრის მოწვევას ემხრობა.
ინტერპელაცია აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნაა და ეს არის საპარლამენტო ბერკეტი, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ და აქტიურად ჩავერთვებით ამ საკითხების განხილვაში. ბევრი კითხვა დაგროვდა მინისტრის მიმართ და ძალიან არაადეკვატური იყო მისი განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს და მოცემულობას, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ პასუხს ამ კრიზისზე,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.