დამცავი ბადეები ვერ უძლებს ჩამოშლილ მასას - კალაძე თბილისში ქვათაცვენას გამოეხმაურა

15.08.23 12:34
დამცავი ბადეები ვერ უძლებს ჩამოშლილ მასას - კალაძე თბილისში ქვათაცვენას გამოეხმაურა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენას კახი კალაძე გამოეხმაურა. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა თქვა, რომ კლდეზე არსებული ბადეები მოიხსნება და ახალი პროექტი განხორციელდება.

ქვათაცვენა დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი პროექტი იყო განხორციელებული დამცავი ბადეების სახით - საჭიროებს სხვაგვარი პროექტის განხორციელება, რომ უფრო დაცულები ვიყოთ. პირველი, რაც გაკეთდა არის ის, რომ საშიშროება მთლიანად მოხსნილია. დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას იმისთვის, რომ შემდეგ ისევ არ განმეორდეს აღნიშნული პრობლემა, იმიტომ, რომ ის დამცავი ბადეები, რაც არის ამ კლდეებზე ვერ უძლებს და ვერ აკავებს იმ ჩამოშლი მასას, რაც გუშინ დაფიქსირდა. შესაბამისად, ცოტა განსხვავებული პროექტი განხორციელდება,“ - ამბობს კალაძე.

ქვათაცვენა კლდიდან გუშინ დაიწყო - შუადღით, როცა საავტომობილო გზაზე ათობით ავტომობილი გადაადგილდებოდა, კლდიდან ქვები ჩამოიყარა, შემთხვევის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან, თუმცა ცვენამ ავტომობილი დააზიანა.