12-წლიანი პატიმრობა „ისლამური სახელმწიფოს" წევრობისთვის - ცისკარა ტოხოსაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
12-წლიანი პატიმრობა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის. ცისკარა ტოხოსაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გამოძიებამ დაადგინა, რომ პანკისელი კაცი ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ იყო გაწევრიანებული და სირიის ტერიტორიაზე წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. გარდა ამისა, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა,“ - განაცხადა პროკურორმა.
ტოხოსაშვილი ჯერ კიდევ 2022 წელს აეროპორტში დააკავეს, როცა მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი ქვეყანაში შემოდიოდა. ანალოგიური ბრალდებით დაკავებულია მისი კიდევ ერთი ოჯახის წევრი, ცეზარ ტოხოსაშვილიც.