"სოფელი ვგლოვობთ - სოფელი მას შემდეგ აღარ ვართ" - სოფელ გლოლას მცხოვრები
"სოფელი ვგლოვოთ - სოფელი მას შემდეგ აღარ ვართ," - სტიქიას გადარჩენილი ერთ-ერთი ადგილობრივი სტიქიის დღეს იხსენებს. ამბობს, რომ ის და მისი ახლობლები სტიქიას გადაურჩნენ.
მდინარის ნაპირზე ვხედავთ, რომ ადიდებული იყო, ეს მდინარე მოჰქონდა და წავედით ხიდისკენ, ხიდი წაიღო და მეტი ჩვენ აღარაფერი. ვიცნობდი გარდაცვლილებს. ხმა გუგუნით მოდიოდა, ნელა მოდიოდა, თითქოს გვაფრთხილებდა, რომ მომშორდით, მოვდივარ - ასეთი შეგრძნება იყო. სოფელი ვგლოვობთ - სოფელი მას შემდეგ აღარ ვართ,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოფელი გლოლა სტიქიის შედეგად დაღუპულებს ემშვიდობება. რაჭა გარდაცვლილ თანამოქალაქეებს გლოვობს. სოფო ბაკურაძესა და გენადი სულთანიშვილისს ცოტა ხანში გლოლას საჯარო სკოლაში გადაასვენებენ და შემდეგ დაკრძალავენ.