მთავრობამ ხვალ და ზეგ შეიძლება სტიქიას გადარჩენილების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს - ბოტკოველი

15.08.23 13:23
მთავრობამ ხვალ და ზეგ შეიძლება სტიქიას გადარჩენილების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს - ბოტკოველი

"მთავრობამ ხვალ და ზეგ შეიძლება სტიქიას გადარჩენილების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

დეპუტატი ინტერპელაციის წესით პარლამენტში შს მინისტრის მოწვევის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებულ ბევრ კითხვაზე საზოგადოებას პასუხი არ აქვს. 

ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ის მავნებლური, ბოროტული, უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ასე გაწირავს ჯერ ადამიანებს და ვინც სტიქიას და სიკვდილს გადაურჩა, მათ დასცინის და ხვალ და ზეგ შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს,“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.