ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის აღება მიუღებელია, პასუხი მთელმა "ოცნებამ" უნდა აგოს - დაუშვილი
"ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის აღება მიუღებელია, პასუხი მთელმა ოცნებამ უნდა აგოს," - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.
მიხეილ დაუშვილის თქმით, შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს არ ეკისრება.
კითხვით მივმართეთ ცალკე პრემიერ-მინისტრს და ცალკე შს მინისტრს, მაგრამ არ შეიძლება და მიუღებელია, რომ ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის აღება საკმარისი გახდეს ამ პროცესში, ეს შეუძლებელი და მიუღებელია, აქ პასუხი მთელმა ოცნებამ უნდა აგოს,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.