შს მინისტრი მოვა, თავს შეაქებს, იტყვის, რომ მართალი იყო, შეცდომა არ დაუშვეს - რაქვიაშვილი

15.08.23 13:28
შს მინისტრი მოვა, თავს შეაქებს, იტყვის, რომ მართალი იყო, შეცდომა არ დაუშვეს - რაქვიაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისვლას პესიმისტურად უყურებენ "გირჩის" წევრები. ალექსანდრე რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ რეალურ პასუხებს საზოგადოება მინისტრისგან ვერც პარლამენტიდან მოისმენს და ერთადერთი, რაზეც ვახტანგ გომელაური ისაუბრებს იქნება ის, თუ როგორ კარგად გაუმკლავდა მთავრობა სტიქიას.

ცხადია, რომ მინისტრი მოვა, თავს შეაქებს, იტყვის, რომ მართალი იყო, შეცდომა არ დაუშვეს და რომ იდეალური მინისტრი და მთავრობაა, ასე ხდება ყოველ ჯერზე. აქედან გამომდინარე, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება. შეიძლება რაღაც განსაკუთრებული, სპეციფიკური კითხვები თუ მოიგონეს და ძალიან გენიალურად ჩაატარეს ინტერპელაცია, შეიძლება რამე აქედან გამოვიდეს, მაგრამ მე არ მაქვს იმედი. მაგრამ რატომაც არა, მგონი ყველა საპარლამენტო ფრაქცია მზად არის,“ - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.