რიკოთის მაგისტრალზე სამუშაოების 86% შესრულებულია – გზების დეპარტამენტი
რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.