POSTV-ის და TV Imedi-ის ბოიკოტი გახარიას
გიორგი გახარიას სამთავრობო არხებმა post.tv-იმ და "ტვ იმედმა" ბოიკოტი გამოუცხადეს და გადამდგარი პრემიერის პირველ ტელეპრესკონფერენციაზე არ მივიდნენ.
გახარიამ ფაქტს საწუხარო უწოდა.
სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ,,იმედის" და ,,პოსტტივის" ადგილები არის თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ვთხოვთ, რომ აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, რომ ,,იმედი" დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. მე ვიცი, რომ ,,იმედის" ბევრი ჟურნალისტი დღეს ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია აქ წარმოდგენილი.
საპასუხოდ მინდა ღიად შევთავაზო მათ ჩემი პირველი ეთერი ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, თუ რა თქმა უნდა, ეს მათი სურვილიც იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგის ტელევიზიაა",- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
გახარიამ 29 მაისს პარტია ,,საქართველოსთვის" წარადგინა. პოლიტსაბჭოს წევრებს შორის კი ,,ოცნებიდან" წამოსული ჩინოსნები არიან.