ადამიანური ტრაგედიებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღება სცადეს - დაუშვილი ენმ-ზე

15.08.23 14:22
ადამიანური ტრაგედიებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღება სცადეს - დაუშვილი ენმ-ზე

"ელემენტარული ინფორმაცია არ არსებობდა, როდესაც ჯერ გარდაცვლილები დაკრძალული არ იყვნენ, ენმ-დან გამოვარდნენ და საგამოძიებო კომისია შევქმნათო," - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.

დაუშვილმა გააკრიტიკა ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" და აღნიშნა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის დაანონსება პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსახურება და "ადამიანური ტრაგედიებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღება სცადეს".

მიზეზი, რის გამოც, ამ ეტაპზე პროცესში მონაწილეობაზე უარი ვთქვით იყო რა, დავინახეთ, რომ ერთი მხრივ, ენმ დგას და ცდილობს, რომ ადამიანების ტრაგედიაზე თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში გარკვეული სარგებელი მიიღოს. მეორე მხარეს „ოცნება“ ცდილობს, რომ ენმ-ის ეს მავნებლური მოქმედება გამოიყენოს იმისთვის, რომ თვითონ გაექცეს პასუხისმგებლობა.

გეტყვით, რაში დავინახე, როცა ეს კომისია დააინიცირეს, იქ ჯერ სამუშაოები მიმდინარეობს, ადამიანები ჯერ დაკრძალული არ არიან, ამ დროს გამოვარდნენ - სექტემბრამდე ხომ კომისიას ვერ ვქმნით, ერთი კვირის წინ გამოვარდნას და ამ პოლიტიკური სპეკულაციის თუ პოლიტიკური ფარსის დაწყებას რა შინაარსი ჰქონდა - თუ ეს არ არის გამიზნული იმისთვის, რომ ვიღაცამ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში დივიდენდები იწეროს, სხვა რა მიზანი და შინაარსი აქვს,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.