როგორც "ოცნების" ძირძველ ნაწილს, ალბათ, გაეხსნა ნოსტალგია და გადავიდა ივანიშვილის დაცვის რეჟიმში - ბოტკოველი

15.08.23 14:47
როგორც "ოცნების" ძირძველ ნაწილს, ალბათ, გაეხსნა ნოსტალგია და გადავიდა ივანიშვილის დაცვის რეჟიმში - ბოტკოველი

"ალბათ, გაეხსნა ნოსტალგია და კვლავ გადავიდა "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დაცვის რეჟიმში," - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი გახარიას გუნდის პოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. 

ბოტკოველისთვის გაუგებარია, რატომ არ უჭერს მხარს გახარიას გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას და რატომ ხედავს პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნებს ენმ-ის მხრიდან ამ ინიციატივით გამოსვლაში. 

ალბათ, პერიოდულად, როგორც "ქართული ოცნების" ძირძველ ნაწილს - დღეს წარმოდგენილს გახარიას გუნდად, ალბათ, გაეხსნა ნოსტალგია და კვლავ გადავიდა "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დაცვის რეჟიმში, რუსული ოცნების დაცვის რეჟიმში. ვის აწონებენ ამით თავს?

ისიც მოვისმინე, რომ თურმე კომისიის შექმნას აზრი არ აქვს - აბა, რისთვის ჰქონდათ მათ ინიციატივა, რომ კომისია შექმნილიყო ქოლ-ცენტრების საქმეზე, ჩვენ მხარს ვუჭერდით და სწორედ ჩავარდნა მოხდა ხელისუფლების მხრიდან.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ეჭვები, რომ ესენი რეალურად არ წარმოადგენენ ოპოზიციას და არიან "ქართული ოცნების" ნაწილი და თუ ისინი ლანძღავენ კობახიძეს და ღარიბაშვილს, მათგან ერთხელ არ გამიგონია ივანიშვილის ლანძღვა და კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

პირიქით, უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები, უფრო მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, როგორც ამ გუნდის ნაწილი, უფრო მეტად უნდა იყვნენ მაკრიტიკებლები. არ ვიცი, ალბათ, მათი პოლიტიკა ასეთია, რა შეთანხმება აქვთ ბიძინა ივანიშვილთან და რანაირად წარმოადგენენ დღეს ისევ "ქართული ოცნების" ნაწილს, მათ უნდა ვკითხოთ,“ - ამბობს ბოტკოველი.