"ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება ეს ტრაგედია" - გლოლაში სოფო ბაკურიძესა და გენადი სულთანიშვილს ემშვიდობებიან
სოფელ გლოლაში სოფო ბაკურიძესა და გენადი სულთანიშვილს ემშვიდობებიან. მათ გლოლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გარდაცვლილებს უკანასკნელ გზაზე ოჯახის მეგობრები და ადგილობრივები მიაცილებენ.
ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, ბევრი ჩვენი სოფლელი დაიღუპა, ალბათ, ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება ეს ტრაგედია. საშინელი ხმა იყო, ზოგს ვერტმფრენი ეგონა, ზოგჯერ შოვთან მიწა ჩამოდის და ზოგს ეგ ეგონა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ძალიან კარგი პედაგოგი იყო, უყვარდა თავის საქმე, ბავშვები, ძალიან დაგვაკლდება, იმიტომ, რომ ძალიან კეთილი კაცი იყო, გამგები იყო ბავშვებთან მიმართებაში, გულით და სულით ვუყვარდით თითოეული ბავშვი,“ - ამბობს გენადი სულთანიშვილის მოსწავლე.