კობახიძე პირველივე დღეებიდან იქ იყო და ნახა საზოგადოებამ პირველ ბრიფინგზე როგორი სახე ჰქონდა - გურამ მაჭარაშვილი
"ახლა ებრძვი კიდევ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და შს მინისტრს, რომ თურმე ისინი ებრძვიან გადარჩენილებს. ეს არის სპეკულაციის შემადგენელი ნაწილი," - ასე ამართლებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს.
მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადება სტიქიას გადარჩენილებისთვის შეურაცხმყოფელია, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით სპეკულირება ხდება.
ირაკლი კობახიძე პირველივე დღეებიდან იქ იყო და მისი სახე ნახა მთელმა საზოგადოებამ პირველ ბრიფინგზე, როგორი სახე ჰქონდა, როცა კომენტარს იძლეოდა. სამწუხარო მდგომარეობაა, მაინც და მაინც, საკუთარ თავზე უნდა გამოცადო ის, რომ მერე სხვისი გაიგო? ხომ არ შეიძლება ყველაფერზე წახვიდე, იკადრო ყველაფერი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი მოიგო,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.