კობახიძის განცხადება არის გაუმართლებელი და შეიძლება სამართლებრივი კუთხითაც იყოს პრობლემური - ჯანეზაშვილი

15.08.23 15:15
კობახიძის განცხადება არის გაუმართლებელი და შეიძლება სამართლებრივი კუთხითაც იყოს პრობლემური - ჯანეზაშვილი

"როცა ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს, არის გაუმართლებელი და სამომავლოდ, სამართლებრივი კუთხითაც იყოს პრობლემურიც," - ასე აფასებს ნაზი ჯანეზაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეურაცხმყოფელ განცხადებას.

საქმე ეხება ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ არ ესმის, სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მისვლას. 

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია გამოძიების ობიექტურად წარმართვა და სტიქიას გადარჩენილების მხრიდან სურათის სრული აღდგენა. 

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის ისეთი მნიშვნელობის საკითხი, რომ აუცილებელია მასზე შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო ბერკეტი კომისიის სახით პარლამენტში, იმიტომ, რომ საჭიროებს ძალიან დეტალურ შესწავლას და დღემდე საზოგადოებას გვაქვს სწორედ ამ გადარჩენილი მსხვერპლების მხრიდან ინფორმაცია, თუ რა მოხდა,“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.