შს მინისტრს არაფერი არ აქვს დასამალი ამ შემთხვევაში - გურამ მაჭარაშვილი

15.08.23 15:23
შს მინისტრს არაფერი არ აქვს დასამალი ამ შემთხვევაში - გურამ მაჭარაშვილი

"შს მინისტრს არაფერი არ აქვს დასამალი ამ შემთხვევაში. რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ომებით და ტრაგედიებით," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილი ოპოზიციის მიერ შს მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურის უწყებამ სამაშველო ოპერაციას თავი გაართვა.

ის და მისი უწყება ძალიან მაღალ დონეზე იდგა და დგას და სამომავლოდაც ასე იქნება, როგორც სამაშველო სამსახურის თვალსაზრისით, ისე ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ, პარლამენტში მოსვლაზე ვახტანგ გომელაურს არასდროს ჰქონია პრობლემა, არც კითხვებზე პასუხის გაცემის და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს ომებით და ტრაგედიებით. ანუ თუ ომი არ არის ან ტრაგედია არ არის, ისე არასდროს ახსოვს ეს ხალხი და როგორც კი სამწუხაროდ, ტრაგედია მოხდება ან უნდათ, რომ რამენაირად ომი იყოს, ამ შემთხვევაში გაცოცხლდებიან ხოლმე და ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ უნდა უკანონოდ დავამხოთ ხელისუფლება,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.