მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს - ქადაგიშვილი
"ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნის ნაცვლად შს მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებით კმაყოფილია. მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
არასწორად აქვთ ეს ინტერპელაცია, ჩემი აზრით, შედგენილი. იმიტომ, რომ ინტერპელაციის დროს არა კონკრეტული ფაქტის გარშემო ისმევა კითხვა, არამედ იმის გარშემო, თუ როგორ ახორციელებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ესა თუ ის სახელმწიფო უწყება. რა თქმა უნდა, მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს პასუხები გაცემული,“ - ამბობს ქადაგიშვილი.