გავაჩერებთ მანქანებს და წავალთ სახლებში - ტაქსისტები საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ

15.08.23 15:31
გავაჩერებთ მანქანებს და წავალთ სახლებში - ტაქსისტები საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ

გავაჩერებთ მანქანებს და წავალთ სახლებში - ასე პასუხობენ ტაქსის მძღოლები საწვავის გაძვირებას. "პირველების" რესპონდენტები დახმარებას ითხოვენ.

მძღოლები თბილისის ქუჩებიდან გაუსაძლის ყოფაზე ალაპარაკდნენ. ბენზინია ბოლო სამ თვეში რეკორდულად 80 თეთრამდე გაძვირდა. 

სულ გააძვირეს, უნდა  დავანებო თავი, აღარ შემიძლია, განა რას ვშოულობ - ტაქსისტი კაცი ვარ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

არ უნდა იყოს ამხელა ფასი საწვავზე, ამხელა ფულს იხდი და იმდენს ვერ დადიხარ,“ - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

ცუდია, როცა საწვავი არის მაღალფასიანი, მომხმარებლისთვის არის ხელმიუწვდომელი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

კონტროლი უნდა იყოს საწვავზე, მე რომ მთხოვენ „ტეხასმოტრის“ გატარებას, რომ გამონაბოლქვი არ ჰქონდეს, „ზაპრავკაზე“ უნდა იყოს კონტროლი, რა საწვავს ყიდიან,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.