საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას, მზად არ ვარ - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია, ამბობს, რომ "პრემიერის როლიდან გამოვიდა და უაღრესად კომფორტულად გრძნობს თავს.
ჟურნალისტი დაინტერესდა, მოიხდის თუ არა ის ამჯერადაც ბოდიშს:
ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებთან დაკავშირებით. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე ბოდიშს იხდის, მაშინ ის ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და აბსოლუტურად ფასეულობებზე დაყრდნობითი. საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას, მზად არ ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ცოტა უფრო მეტი დრო რომ მქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვიდი"- უთხრა მედიას ექსპრემიერმა.