"ოცნებამ“ გუშინ ომი გამოუცხადა 6 წლის გადარჩენილ გოგოს - თენგო კირთაძე

15.08.23 16:07
"ოცნებამ“ გუშინ ომი გამოუცხადა 6 წლის გადარჩენილ გოგოს - თენგო კირთაძე

"ვფიქრობთ, რომ არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რაღაც პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთას საპარლამენტო ფორმატებში შევძლებთ," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა თენგო კირთაძემ "დღის ამბებში" გააკეთა.

კირთაძის თქმით, "ევროპული საქართველო" ვერ ხედავს, რომ დღეს არსებულ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ინიციატივას რაიმე განვითარება ექნება.

კირთაძის თქმით, პარლამენტში შს მინისტრის ინტერპელაციით მისვლა "პოლიტიკურ შოუს" სახეს მიიღებს.

„ქართულმა ოცნებამ“ პასუხები გასცა იმ კითხვებს, რომლებიც არსებობდა ოპოზიციურ სპექტრში და ამ პასუხებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რაღაც პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთას საპარლამენტო ფორმატებში შევძლებთ. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ომი გამოუცხადა 6 წლის გადარჩენილ გოგოს, რომელიც, ფაქტობრივად, დაადანაშაულა ნარატივის ჩამონგრევაში. „ქართული ოცნების“ ნარატივის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ის ფაქტი, რომ 6 წლის გოგო და მისი ბიძა გადარჩნენ, ამ ადამიანებს „ქართულმა ოცნებამ“ ღიად ომი გამოუცხადა,“ - ამბობს კირთაძე.