მუცლით მეზღაპრე გახდება, კირითხურო თუ შს მინისტრი, გომელაურს მარტო ის ეცოდინება, როგორ დაიცვას ბიძინა - ბორის ყურუა
რამდენად ეფექტური იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია? - "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ყურუა პესიმისტურად უყურებს კომისიის მუშაობას. თვლის, რომ თუ კომისია პარლამენტში შეიქმნება, შედეგების მომტანი არ იქნება.
ისინი ახლა არც იმას ცდილობენ, რომ პოლიტიკური კაპიტალი მოიხვეჭონ, ისინი ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიცვან და მას გადაეფარონ. გომელაური 2013 წლამდე ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, მან ბიძინა ივანიშვილის დავაზე მეტი არაფერი იცის - მუცლით მეზღაპრე გახდება, კირითხურო თუ შს მინისტრი, გომელაურს მარტო ის ეცოდინება, როგორ დაიცვას ბიძინა ივანიშვილი. მას არ სჭირდება პოლიტიკური კაპიტალი. ის, ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ წავლენ. რას იცავენ და რას ასაზრდოებენ გარდა ბიძინასი, ეს არის პროპაგანდა - ჩვეულებრივი კომუნისტური პროპაგანდა, ოღონდ ცოტა გადაკეთებული - ჩვენთან მხოლოდ მტრის ხატია და უნდათ, რომ ყველაფერში ეჭვი შევიტანოთ,“ - ამბობს ბორის ყურუა.