ხეობის ვიწრო ნაწილში ღვარცოფის გავლის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს - მთის ამბები
"ხეობის ვიწრო ნაწილში ღვარცოფის გავლის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, ფართო ადგილას შედარებით ნაკლებია," - ამ ინფორმაციას ფოტომტკიცებულებებთან ერთად "მთის ამბები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 3 აგვისტოს შემდეგ გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ხეობის ვიწრო ნაწილში საკმაოდ მაღალი იყო მეწყერის მასა.
ასე გამოიყურება მდინარე ბუბას ხეობა 3 აგვისტოს დამანგრეველი ღვარცოფის შემდეგ - ხეობის ვიწრო ნაწილში ღვარცოფის გავლის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, ფართო ადგილას შედარებით ნაკლებია. ფოტოები ნიკა გუგეშაშვილმა გადაიღო, რომელიც ხეობის სიღრმეში დაახლოებით 1 კილომეტრზე შევიდა.
ღვარცოფმა კურორტი შოვი გაანადგურა, ნაპოვნია 25 ცხედარი, 8 ადამიანს კვლავ ეძებენ.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მდინარე ბუბას ხეობა საშიშად არ მიიჩნეოდა, არადა კურორტის ინფრასტრუქტურა ბუბასწყლიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა 2020 წლის 29 ივლისსაც მნიშვნელოვნად დააზიანა," - წერს მთის ამბები.