დამაცადეთ, დამელოდეთ, არაფერს დაგიმალავთ - მარიტა გუტაშვილი ალაპარაკებას აანონსებს

15.08.23 17:02
დამაცადეთ, დამელოდეთ, არაფერს დაგიმალავთ - მარიტა გუტაშვილი ალაპარაკებას აანონსებს

მარიტა გუტაშვილი ალაპარაკებას აანონსებს. მგლოვიარე ქალი ამ დრომდე დაკარგული ნათესავების პოვნას ელოდება.  

ტრაგედიის ეპიცენტრში მარიტა გუტაშვილის ცხრა ოჯახის წევრი იმყოფებოდა, აქედან შვიდი დაიღუპა, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

რა აქვს სათქმელი ახალგაზრდა ქალს, ეს უცნობია. აანონსებს, რომ ტრაგედიის ადგილას სამძებრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ყველაფერზე ღიად ისაუბრებს.

მეთორმეტე დღეა და კიდევ ვეძებ დეიდაშვილს კოტე მაისურაძეს და პატარა ტასო, ანასტასია დუდაშვილს. ამდენი ხნის განმავლობაში, არ მაქვს დრო, ვილაპარაკო ის, რაც თქვენამდე უნდა მოვიტანო. დამაცადეთ, დამელოდეთ, მოთმინება იქონიეთ, არაფერს არ დაგიმალავთ, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მივიყვან ყველას სახლში, მეყოლება ყველა ახლოს, დამელოდეთ ყველას ყველაფერს გაგაგებინებთ დაწვრილებით. მე ვარ ადამიანი, შტერი ადამიანი, რომელსაც ტყუილის თქმა არ შეუძლია. ორი ადამიანი მაკლია 9-დან, მათ ვეძებ, დავდივარ და ფრჩხილები ნახეთ, რას მიგავს, ტალახიანი მაქვს, ძალიან გთხოვთ, დამელოდეთ, წინასწარ კომენტარს ნუ გააკეთებთ, რატომ არ ამბობ რაღაცას, რატომ მალავ, რას გულისხმობ,“ - ამბობს მარიტა გუტაშვილი.