წარსულზე ჭორაობას არ დავიწყებ, ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის - გახარია

31.05.21 18:19
წარსულზე ჭორაობას არ დავიწყებ, ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის - გახარია

"ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრის დროს ტვ პირველის ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის,  კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაც არის. თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ვიღაცა მაიძულებს წარსულზე ჭორაობა დავიწყო, მე ამას არ გავაკეთებ.  პირველი იყო, რომ პარტიის დაფუძნების პირველივე ვთქვით, რომ ჩვენ არ ვერთიანდებით არავის წინააღმდეგ", - თქვა გახარიამ.