შეიარაღებული თავდასხმა ლენტეხის მერიაზე - სასამართლომ ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
შეიარაღებული თავდასხმა ლენტეხის მერიაზე - ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საგამოძიებო უწყების მტკიცებულებები გაიზიარა და ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი," - წერია უწყების განცხადებაში.