სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი საგვარეულო საფლავებზე დაკრძალეს

15.08.23 18:27
სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი საგვარეულო საფლავებზე დაკრძალეს

სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი გლოლაში, საგვარეულო საფლავებზე დაკრძალეს. დღის განმავლობაში სოფელ გლოლას საჯარო სკოლაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

სტიქიის ზონაში ამ დრომდე 8 ადამიანს ეძებენ. შოვის სტიქიას 25 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში, 210 ადამიანია გამოყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.