სიონის ტბაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო - თვითმხილველის თქმით, ადგილზე სამაშველო არ არის
სიონის ტბაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, სიონის ტბაზე მაშველები არ ჰყავთ და ბავშვი წყლიდან ჯერ არ ამოუსვენებიათ.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა, მაშველებს თბილისიდან ელოდებიან.
"ტვ პირველი" ინფორმაციის დაზუსტებას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ცდილობს.