"შანსი არ არის, ვინმემ და რამემ დამაკავოს" - შოვის სტიქიის თვითმხილველი ალაპარაკებას აანონსებს

15.08.23 20:03
"შანსი არ არის, ვინმემ და რამემ დამაკავოს" - შოვის სტიქიის თვითმხილველი ალაპარაკებას აანონსებს

 

შოვის სტიქიის თვითმხილველი ალაპარაკებას აანონსებს. მარიტა გუტაშვილი, რომელიც ოჯახის 7 წევრს გლოვობს, ორი კი ამ დრომდე დაკარგულია, ამბობს, რომ სათქმელი ბევრი აქვს. ის სტიქიის პირველივე წუთებიდან შოვში იმყოფებოდა და ყველაფერს საკუთარი თვალებით ხედავდა. 26 გარდაცვლილი და 7 დაკარგული - ასეთია ცნობები შოვიდან. ერთი ადამიანის ცხედარს მაშველებმა დღის ბოლოს მიაკვლიეს. ჯერ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.  

სოფელ გლოლაში კი უკვე მე-13 დღეა, მძიმე სიჩუმე დგას. სოფელმა, რომელიც შოვს ესაზღვრება, დღეს ტრაგედიის დროს გარდაცვლილები ბოლო გზაზე გააცილა. სოფო ბაკურაძეს და გენადი სულთანიშვილს მთელი გლოლა ემშვიდობებოდა. ადგილობრივები დღეს 3 აგვისტოს იმ მძიმე წუთებს იხსენებდნენ, როდესაც მთებიდან წამოსული ღვარცოფი მათ სოფელს უახლოვდებოდა. ტრაგედიის ეპიცენტრს გლოლა სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებს.