ზეწოლა სტიქიას გადარჩენილებზე - "ოცნების" თავდასხმის მიზანი გაშიფრულია

15.08.23 20:09
ზეწოლა სტიქიას გადარჩენილებზე - "ოცნების" თავდასხმის მიზანი გაშიფრულია

 

"ოცნების" თავმჯდომარემ მთელი პარტია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. უკვე მეორე დღეა, მმართველი გუნდი კობახიძის დაცვის კამპანიაში ჩაერთო.  თუმცა არგუმენტები იმდენად სუსტია, რომ ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით.  სტიქიას გადარჩენილებზე თავდასხმის შემდეგ, რასაც საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა მოყვა, "ოცნებამ" რიტორიკა შეარბილა. ახლა მთელი გუნდი კობახიძის  გამართლებაზეა გადასული.

მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - "ოცნების" პროპაგანდა უკვე  გაშიფრულია. ზეწოლა და დამატებით ტრავმების მიყენება ადამიანებზე, რომლებმაც ჯოჯოხეთი გამოიარეს. სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება გადარჩენილი მოქალაქეების დაშინებაზე გადავიდა, რომ გაჩუმდნენ.  შოვის ტრაგედიაზე სიმართლის მოსმენის "ოცნებას" ისე ეშინია, რომ მზად არიან მორალური  ტერორი მოუწყონ მათ, ვინც სიკვდილს შიშველი ხელებით ებრძოდნენ.