გომელაურს პარლამენტში ელოდებიან - "ოცნება" ივანიშვილის ფავორიტ მინისტრს იცავს

15.08.23 20:15
გომელაურს პარლამენტში ელოდებიან - "ოცნება" ივანიშვილის ფავორიტ მინისტრს იცავს

 

შს მინისტრის დაცვას "ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" გაერთიანებული ძალებით ცდილობს. დღეს ხელისუფლებამ წინა ხაზზე რადიკალური ფრთა გამოიყვანა. "ოცნება" ყველა ბერკეტს იყენებს, რომ ივანიშვილის ფავორიტ მინისტრს უხერხული კითხვები ააცილოს. შოვის ტრაგედიაზე ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი სწორედ შს მინისტრია. კითხვები ვახტანგ გომელაურის მიმართ ბევრია. ამიტომ მას პარლამენტში იბარებენ. 

კითხვები გომელაურის მიმართ კიდევ უფრო მეტი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 11-დღიანი პაუზის შემდეგ მინისტრმა მომხდარზე და მისი უწყების რეაგირებაზე პირველი განცხადებები გააკეთა. იყო თუ არა დროული რეაგირება შოვში მომხდარი სტიქიის დროს და გამოიყენა თუ არა ყველა საშუალება სამინისტრომ ხალხის გადასარჩენად - ოპოზიცია ძალოვანი მინისტრის საჯარო პასუხებს ელოდება და  გომელაურს მძიმე წუთებს უანონსებს პარლამენტში.