ბენზინი ისევ გაძვირდა

15.08.23 20:31
ბენზინი ისევ გაძვირდა

 

კიდევ ერთი მძიმე ტვირთი მოქალაქეებისთვის. ბენზინი ისევ გაძვირდა. საწვავის ღირებულება, დაახლოებით, 80 თეთრით გაიზარდა.

მანქანებს გავაჩერებთ და წავალთ სახლში, - ეუბნებიან "პირველებს" ტაქსის მძღოლები, რომლებიც გაძვირებული საწვავის ფონზე იძულებულები ხდებიან მგზავრობის ტარიფიც გაზარდონ, ეს კი კლიენტების ავტომატურად დაკარგვას ნიშნავს.  

ადამიანები, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა ოჯახების რჩენის ერთადერთი შანსია, მუშაობის აზრს უბრალოდ ვეღარ ხედავენ.