ღია კაფე-ბარები აღმაშენებელზე - თბილისის მერის გაფრთხილება და ბიზნეს სექტორის პასუხი

15.08.23 20:33
ღია კაფე-ბარები აღმაშენებელზე - თბილისის მერის გაფრთხილება და ბიზნეს სექტორის პასუხი

 

დემონტაჟისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, თუმცა აღმაშენებელზე მდებარე კაფეების გარე სივრცეები ისევ ხელუხლებელია. დაანონსებული სანქციები გადაიდო. თბილისის მერმა გადაწყვიტა კიდევ დამატებითი დრო მისცეს კაფეების მეპატრონეებს ქუჩის გასათავისუფლებლად.  
რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი, პრაქტიკულად, გადაკეტილია კვების ობიექტებით.  

ქუჩა ისეა გადატვირთული, რომ საჭიროების შემთხვევაში იქ ვერც სასწრაფო მიდის და ვერც სახანძრო. თუმცა საკუთარი არგუმენტები აქვს ბიზნეს სექტორს. გარე სივრცეების დახურვის შემთხვევაში მათ გაბანკროტება ემუქრებათ.