"სამწუხაროდ, სიონის ტბაზე მაშველები არ ჰყოლიათ" - თვითმხილველი
"მეორე მხარეს მოხდა ეს შემთხვევა, ბიჭი გამორბოდა ჩვენკენ, ჩქარა მაშველები თუ არიან, იხრჩობა ვიორაც და მივეხმაროთო. სამწუხაროდ, მაშველები არ აღმოჩნდნენ ტბაზე, სიონის ტბაზე მაშველები არ ჰყოლიათ," - ასე იხსენებს სიონის ტბასთან განვითარებულ მოვლენებს თვითმხილველი ნიკა ჩერქეზიშვილი.
სწორედ ნიკა ჩერქეზიშვილმა გაავრცელა სოციალური ქსელით ინფორმაცია, რომ სიონის ტბაზე 15 წლის მოზარდი დაიხრჩო.
დაახლოებით, 20 წუთში კი მოვიდა პოლიცია და სასწრაფო, მაგრამ აღჭურვილობა მათ ეტყობა ეს აღჭურვილობა, რაც საჭიროა, რომ ცხედარი ამოიყვანონ წყლიდან, ეს ეტყობა არ ჰქონდათ - თბილისიდან ველოდებით, რომ ჩამოვიდნენო - ასე თქვეს. წყალში არავინ შესულა, ის ბიჭი რომ დაიხრჩო, ფაქტია იმიტომ, რომ საკმაო დრო გავიდა. არავინ გამოჩენილა ადგილობრივი მაშველი, იქაც ხალხმა თქვა, რომ მაშველები არ არიან ამ ტბაზეო,“ - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.