ის, რომ გადავდექი მელიას დაკავების გამო, არის სიცრუე - გახარია
"ის, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, არის სიცრუე" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ტვ პირველის ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ, გახარიას ჰკითხა, იყო თუ არა ის რეალური მმართველი. ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ იმიტომ გადადგა, რომ გუნდში პოზიტიურ როლს ვეღარ ასრულებდა.
ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური, მაგრამ სანამ მე ამ გუნდური გადაწყვეტილების პროცესში შემეძლო მეთამაშა გუნდური როლი, ამას მე ვაკეთებდი. როგორც კი მე დავეჯახე კედელს და მივხვდი, რომ პოზიტიური როლის შესრულების საშუალება არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ მელიას დაკავება არაფერ შუაში არ არის. ის, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე", - თქვა გახარიამ.