ოკუპანტებმა დუნაიზე არსებული პორტი დრონებით დაბომბეს - დაზიანებულია მარცვლეულის საცავები
ოკუპანტებმა ღამით ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს - დაზიანდა დუნაიზე არსებული ერთ-ერთი პორტის სასაწყობე სათავსები და მარცვლეულის საცავები.
ინფორმაციას „ტელეგრამზე” ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
მისივე თქმით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„16 აგვისტოს ოდესის ოლქი ოკუპანტების მიერ ორჯერ დაიბომბა. შეტევები დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდა. შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაცია ოპერატიულად მოხერხდა“, - აცხადებს კიპერი.