"არავინ აღმოჩნდა იქ, ვინც ამ ყველაფერს შეაჩერებდა" - მსმენელები, რომლებმაც "ბლექ სი არენა" პროტესტის ნიშნად დატოვეს
მსმენელები, ვინც "ბლექ სი არენა" პროტესტის ნიშნად დატოვა, "პირველებთან" დეტალურად იხსენენ გუშინდელ კონცერტს და ყვებიან, რომ ადგილზე ორგანიზატორებიდან არავინ არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ამ ყველაფერს შეაჩერებდა.
შუა კონცერტის დროს, ერთ-ერთ ადამიანს ეჭირა პლაკატი და ითხოვდა, ცოტა ხნით ყოფილიყო ჯგუფის დრამერი. როდესაც იკითხა სოლისტმა, რა ეროვნების იყო ეს ადამიანი, უპასუხა, რომ იყო რუსეთიდან. შემდეგ გვკითხა, გვინდოდა თუ არა, რომ დაეკრა ამ ადამიანს და ცალსახად, ჩვენგან მიიღო ძალიან ცუდი რეაქცია. თუმცა, მიუხედავად ჩვენი რეაქციისა, რაც მსმენელებისგან მიიღო, მაიცნ აიყვნა ეს ადამიანი სცენაზე. შოკირებულები ვიყავით. მითუმეტეს, ჩვენთვის ძალიან სიმბოლურია აგვისტოს თვე. თქვით ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ ძმები ვართ, რომ თითქოს ეს საზღვრებია, რომელიც ჩვენი კონცერტის განმავლობაში არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამ კონცერტის დროს ყველანი ვართ ძები და დები. არავინ არ აღმოჩნდა იქ, ვინც ამ ყველაფერს შეაჩერებდა". - ამბობს მსმენელი, რომელმაც გუშინ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.
აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.