"ბევრი ინტერპელაცია გვინახავს, რომელზეც პასუხები არ მიგვიღია" - შს მინისტრი 22 სექტემბერს პარლამენტშია დაბარებული
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური 22 სექტემბერს პარლამენტშია დაბარებული. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს ამ მოთხოვნით ოფიციალურად უკვე მიმართა. მინისტრთან დეპუტატებს კითხვები შოვის ტრაგედიასთან და დაგვიანებულ სამაშველო ოპერაციასთან დაკაშირებით აქვთ.
ხატია დეკანოიძეს არ აქვს იმედი, რომ ვახტანგ გომელაურისგან კონკრეტულ პასუხებს მიიღებს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
"ქართული ოცნება" გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ბევრი ინტერპელაცია, რომელზეც კონკრეტული პასუხები არ მიგვიღია, მათ შორის შს მინისტრის, რომელიც მე პირადად მყავდა დაბარებული 7-8 მარტიის აქციებთან დაკავშირებით. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება პროპაგანდას და პროპაგანდას სჭირდება ახლა იმ ადამიანების გაშავება, რომლებიც გადარჩნენ, რადგან ამ ადამიანებმა რომ მოყვნენ სიმართლე, პროპაგანდამ თქვას, რომ ეს სიმართლე არ არის". - ამბობს ხატია დეკანოიძე.
პარალელურად ოპოზციის ნაწილი პარლამენტში საგამოძიებო კომიის შექმნას დღის წესრიგში ტოვებს, თუმცა ამ იდეას მხარს მხოლოდ გახარიას პარტია და ქართული ოცნება არ უჭერს, რაც ახალი დაპირისპირების მიზეზია.