არც ვაქებ, არც ვაძაგებ - გახარია ივანიშვილზე

31.05.21 18:36
არც ვაქებ, არც ვაძაგებ - გახარია ივანიშვილზე

დაახასიათეთ ივანიშვილი, თუნდაც კარგად დაახასიათეთ - ასე მიმართა ტვ პირველის წამყვანმა, დიანა ტრაპაიძემ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რაზეც გადამდგარმა პრემიერმა თქვა, რომ "ვერავინ აიძულებს,  ჭორაობა დაიწყოს".

ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, მან ასე განაცხადა და რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი ბოლო 7 წლის განმავლობაში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რომელშიც მე მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის ჩემი პასუხისმგებლობაც არის, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე როცა იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი, ან შეზღუდვა მექნება იმაზე, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო.

ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად იმისა, ვის რისი მოსმენა უნდა, მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაცაა და თქვენ თუ გგონიათ, რომ  ვინმე მაიძულებს, ჭორაობა დავიწყო, რა თქმა უნდა, მე ამას არ გავაკეთებ. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის რაღაც გამზომი ჩემი დამოუკიდებლობისა, მე ამას ასე არ აღვიქვამ"- თქვა გახარიამ. 

გახარიამ ოპოზიციისა და სამთავრობო ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა: 

უაღრესად სასაცილო სიტუაცია იყო დღეს - ერთი მხრიდან ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იძახის, რომ აგერ ვნახავ, გახარია რას იტყვისო ივანიშვილზეო და დღეს გამოსულა კიდევ ,,ოცნების" თავმჯდომარე და იმას უთქვამს, რომ გახარიამ ახსნასო მიშა სააკაშვილის რაღაცო. საერთოდ არ მაინტერესებს. არც ერთს არ უჭირავს გასაღები ქართველი ამომრჩევლის გულთან და არც მეორეს. საერთოდ, პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, არც ერთის თავმჯდომარეს არ ეკითხება და არც მეორის" - თქვა მან. 

 

მსგავსი სიახლეები