"ოცნება" პარლამენტში გომელაურის ინტერპელაციის წესით დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს.
სარჯველაძე ამბობს, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციაც სრულ პასუხებს იძლევა და ინტერპელაციის გამოყენება საჭირო არ არის.
„მგონია, რომ მათ შორის, ინტერპელაციის საგანი რაც არის და რა კითხვებიც არის წამოჭრილი, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტად სხვა მეთოდებითაც შეიძლება ამ საკითხებზე ინფორმაციების მოძიება და აქამდე გავრცელებული ინფორმაციაც სრულ პასუხებს იძლევა. თუ ვინმეს მაინც რჩება კითხვები, ეს მათი უფლებაა და წამოყენებული აქვთ ასეთი კითხვები. არ მგონია, რომ მეტი სიცხადისთვის საჭირო იყოს ინტერპელაციის გამოყენება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
"ნაციონალური მოძრაობა" ვახტანგ გომელაურს შოვის სტიქიაზე სასაუბროდ პარლამენტში ინტერპელაციით იბარებს.