"იმედი" პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზია - გახარია
"იმედი პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გაუკვირდა და აფასებს, რომ "რუსთავი 2" შეხვედრაზე მივიდა:
დღეს უთქვამთ, შეხედეთ რომელი ტელევიზიები აპიარებენო და აქედან გავაკეთოთ დასკვნაო, ეს იქნება მიმანიშნებელი გახარია მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს აგერ "იმედი" არ არის. ეს ჩემთვის აჩვენებს იმას, რომ "იმედი" პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა. მაშინ როდესაც 4 თვის უკან "იმედის" კარი დიდი სიამოვნებით იყო ჩემთვის გაღებული, დღეს არცერთ ღონისძიებაზე არავინ მოსულა. გამიკვირდა რუსთავი 2 რომ მოვიდა, ვაფასებ"- თქვა ყოფილმა პრემიერმა.
განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, პარტიის საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.