არავითარი მიზეზი ვარაუდისა, რომ რომელიმე მოხელეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ნამდვილად არ მინახავს - სარჯველაძე

16.08.23 15:21
არავითარი მიზეზი ვარაუდისა, რომ რომელიმე მოხელეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ნამდვილად არ მინახავს - სარჯველაძე

არავითარი მიზეზი ვარაუდისა, რომ რომელიმე მოხელეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ნამდვილად არ მინახავს - ასე პასუხობს მმართველი პარტიის წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე "ლელოს", რომელიც გენერალურ პროკურატურას რაჭაში მომხდარ სტიქიაზე სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

სარჯველაძის თქმით, ყველაფერი ზედმიწევნით აკურატულად ხორციელდებოდა.

მე მეჩვენება, რომ ოპოზიციონერები ხშირად მონდომებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ პროცესი სწორ კალაპოტში მიმდინარეობს,  რომ წინასწარ გააჩინონ რარაცა ისეთი საკითები, რომლის მესვეობიტაც ხელოვნურად ბრალდებების წამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდებათ. არავითარი მიზეზი ვარაუდისა, რომ რომელიმე მოხელეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მინახავს - შეიძლება ოპოზიციის სურვილია, ეს ასე იყოს, მაგრამ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ვარაუდისთვის საკმარისი მიზეზი არსებობს. ყველაფერი ზედმიწევნით აკურატულად ხორციელდებოდა, ისე, როგორც შესაბამისი ნორმებით არის გათვალისწინებული". - ამბობს სარჯველაძე.