ცდილობენ პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ - მაჭარაშვილის იერიში "ლელოზე"
"ლელო" უმრავლესობის იერიშის სამიზნეა - "ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიას პოლიტიკურად ზედაპირზე ტივტივი სურს და პოლულიზმისთვის მოითხოვა შოვთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
"ლელომ" ზოგადად აჩვენა არაკომპეტენტურობა პოლიტიკაშიც და აჩვენებს არაკომპეტენტურობას მათ შორის პროფესიონალიზმშიც. მათი სანდოობა არც პროკურატურის მიმართ არ არსებობს, არც სასამართლოს მიმართ არ არსებობს. არავის მიმართ არ არსებობს ზოგადად და მაშინ რა აზრი აქვს ამ საკითხის ამგვარად დაყენებას. ამიტომ, "ლელოს" ნებისმიერი ასეთი ტიპის საკითხი არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი, იმისთვის რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ. ნუ ეს არ გამოსდით". - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
"ლელო" გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.