აბსურდია, რომ გომელაურმა შექმნა კომისია, რომელმაც მისივე პასუხისმგებლობა უნდა გამოიძიოს - ჩიხლაძე
აბსურდია, რომ გომელაურმა შექმნა კომისია, რომელმაც მისივე პასუხისმგებლობა უნდა გამოიძიო - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სეგო ჩიხლაძემ განაცხაადა.
ჩიხლაძეს ნდობა არ აქვს არც პროკურატურის მიმართ და შსს-სა და შოთაძის უწყებას ბიძნა ივანიშვილის ჯიბის უწყებას უწოდებს.
არცერთი უწყება, მითუმეტეს "ქართული ოცნების" პირობებში, ვერ გამოიძიებს საკუთარი უწყების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხს. აქედან გამომდინარე, თავისთავად ეს აბსურდია, რომ გომელაურმა შექმნა კომისია, რომელმაც უნდა გამოიძიოს გომელაურის პასუხისმგებლობა, თუ სავარაუდო დანაშაულებრივი თუ გულგრილობის ქმედება. ასევე ვიტყვი პროკურატურაზე, რადგან ასევე შოთაძის უწყების მიმართ არ არის ნდობა და ისიც არის ისეთივე ჯიბის უწყება ბიძინა ივანიშვილის, როგორიც თვითონ შსს". - ამბობს ჩიხლაძე.
"ლელო" გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.